ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონი ჟენევაში პატრუშევს შეხვდა


აშშ-ის უშუშროების საბჭოს მდივანმა ჯონ ბოლტონმა, რომელიც ჟენევაში რუს კოლეგა ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა, პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მან რუსი კოლეგა გააფრთხილა, რომ კრემლი ნოემბერში დანიშნულ ამერიკის შუალედურ არჩევნებში არ ჩაერიოს. როგორც ბოლტონმა შენიშნა, მან პატრუშევს მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის „გადადგას აუცილებელი ნაბიჯები [ასეთი სცენარის] პრევენციის მიზნით“.

ბოლტონის განცხადებით, ამ საკითხის გამო ვერ მოხერხდა ორმხრივი განცხადების მიღება შეხვედრის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა პირველი მაღალი რანგის შეხვედრა იყო რუსულ და ამერიკულ მხარეს შორის ჰელსინკიში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG