ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

91 გოგონა სავარაუდოდ დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" გაიტაცა


ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" თავდასხმის შემდეგ, ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 91 გოგონა გაუჩინარდა. ექსტრემისტების თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სკოლაზე ორი დღის წინ მოხდა.

სკოლის წინ დღეს მშობლები და აქტივისტები არიან შეკრებილი და სავარაუდო გატაცების შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვენ. მშობლებმა უკვე ორი დღეა შვილების შესახებ არაფერი იციან.

სამშაბათს, სკოლაში სიის ამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ გაკვეთილებს 91 გოგონა არ ესწრებოდა. მოსწავლეების გაუჩინარებამ გააჩინა ეჭვი, რომ ეს "ბოკო ჰარამის" მორიგი მასობრივი გატაცების შემთხვევაა. 2014 წელს ტერორისტებმა სკოლიდან 276 გოგო გაიტაცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG