ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიაში ბორანის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიელი ოფიციალური პირების ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 31 ამ დრომდე იძებნება, მას შემდეგ, რაც ბორანი, რომელზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა, პენოლ-გუატაპეს რეზერვუარში ამოტრიალდა.
ეს ადგილი პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

99 ადამიანი სამაშველო სამსახურებმა ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო 40-მა მათგანმა თვითონ მოახერხა გაეცურა ნაპირამდე.

მაშველები ადგილზე გემის ჩაძირვისას მივიდნენ და მგზავრების გადარჩენა დაუყოვნებლივ დაიწყეს.

კოლუმბიის პრეზიდენტის თქმით, ბორანზე მგზავრების რაოდენობა დაშვებულ ლიმიტს არ აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG