ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერი ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას გეგმავს


ნიუ-იორკის ყოფილი მერე და მილიარდერი მედია მაგნატი, მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს.

ბლუმბერგი სავარაუდოდ დოკუმენტაციას საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობისთვის ალაბამის შტატში, დემოკრატიული პრაიმერის წინ წარადგენს.

ბლუმბერგს საბოლოო გადაწვეტილება არ მიუღია, თუმცა მისი თანაშემწეები აცხადებენ, რომ ის წუხს, რომ ტოპ დემოკრატი პრეზიდენტობის პრეტენდენტები არ არიან საკმარისად ძლიერნი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. ბლუმბერგი ყოფილი რესპუბლიკელია, რომელიც მოგვიანებით რეგისტრირდებოდა, როგორც "დამოუკიდებელი" ამომრჩეველი. მან 2016 წელს მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა. ახლა კი დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში ჩართვას გეგმავს.

მას ნიუ-იორკის მერის თანამდებობა 2002-2013 წლებში ეკავა.

ბლუმბერგი პრეზიდენტ ტრამპმს „საშიშ დემაგოგს“ უწოდებს. ის ფინანსური სერვისების იმპერიას უდგას სათავეში, მათ შორის ტელევიზიებს, რადიოს და ჟურნალების ქსელებს, რომლებიც ფინანსურ რჩევებზე ფოკუსირდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG