ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლოგერი გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ბოდიშს იხდის


 ბლოგერი ლოგან პოლი
ბლოგერი ლოგან პოლი

ამერიკელმა ბლოგერმა ლოგან პოლმა, ძლიერი კრიტიკის შემდეგ ბოდიში მოიხადა მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც, თვითმკვლელობის მსხვერპლის ცხედარი ჩანს.

პოლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც საკუთარ თავს და მეგობრებს უღებდა, როდესაც ისინი ფუჯის მთის მახლობლად, აოკიგაჰარას ტყეში დადიოდნენ. ეს ტყე ხშირი თვითმკვლელობების ადგილად არის ცნობილი. ისინი ჩამოხრჩობილი მამაკაცის გვამს გადააწყდნენ და მასზე შოკური რეაქცია ჰქონდათ, თუმცა ბევრი ხუმრობაც დააყოლეს.

ხუმრობებს მკაცრი კრიტიკა მოყჰვა, სადაც ადამიანები მას „უპატივცემულოს“ და „ამაზრზენს“ უწოდებდნენ.

დღეს პოლმა „ტვიტერით“ ბოდიში გამოაქვეყნა და შეეცადა აეხსნა, რომ თვითმკვლელობის თავიდან აცილების საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა, თუმცა ყოველდღიური ვიდეო ბლოგების გამოქვეყნების პროცესში, ხანდახან შესაძლებელია სრულად ვერ გათვალო ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG