ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი მოკავშირეებს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს


28 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა მოკავშირეებს, იზრუნონ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაზე, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილონ ამ ქსელის მოკავშირეებზე აფრიკის კონტინენტზე. "ერთად მუშაობით, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, ეს გაგრძელდება, სანამ ის არ დამარცხდება ",- თქვა ბლინკენმა შეხვედრის დაწყების წინ.

იტალიაში იმართება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებისკენ მიმართული გლობალური კოალიციის შეხვედრა.

ბლინკენის განმარტებით, კოალიციის ძალისხმევამ ხელშესახები შედეგები გამოიღო, სირიასა და ერაყში უცხოელი ჯარისკაცების შედინების შეწყვეტის ჩათვლით.

პირველმა ამერიკელმა დიპლომატმა 435 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შესახებაც გამოაცხადა სირიელებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის, ვინც სირიელ დევნილებს მასპინძლობს. მისი განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება სურსათ-სანოვაგის, თავშესაფრის, განათლებისა და დაცვის საშუალებების შეძენას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG