ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების საქმეში


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის მთავრობის სახელით სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ულოცავს.

აშშ-ის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ს, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და რომ მომავალ წლებში აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, უფრო მეტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების და პროცესებში სრულად ჩართული პარლამენტის აქტიურობის კვალდაკვალ. ბლინკენის განცხადებით, აშშ გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და კოვიდ-პანდემიიდან გამოსვლის პროცესში დემოკრატიულ და ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ სულისკვეთებით, საქართველოს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს უსურვებს და საქართველოს ძალისხმევას უჭერს მხარს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აქვე, მადლიერებას გამოხატავს საქართველოს კონტრიბუციის გამო ნატოს მისიაში ავღანეთში. "ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველებს, ვინც მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნებით სიცოცხლე შესწირეს ავღანეთში. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას”, აცხადებს ბლინკენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG