ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ავღანელი ხალხის დახმარების პირობას დებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირობას დებს, რომ ამერიკა გააგრძელებს ავღანელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას, გაეროს სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით.

ენტონი ბლინკენს, აშშ-ის უმაღლეს საკანონმებლო ორგანოში, ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის შესახებ მწვავე კითხვები დაუსვეს. შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არსებულ კითხვებს უპასუხა. მანამდე, ის უკვე წარსდგა წარმომადგენელთა პალატის წინაშე.

ბლინკენის თქმით, დამატებითი დაფინანსება „გამიზნული იქნება ჯანდაცვასა და კვებაზე, ასევე ქალთა, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებებზე“.

მიმდინარე ფისკალურ წელს, ავღანელი ხალხისთვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება $330 000 000 -ს მიაღწევს. აშშ-ის დახმარებას ავღანელი ხალხი, თალიბანის გვერდის ავლით მიიღებს.

რაც შეეხება გაეროს, მიმდინარე წელს, 11 მილიონი ადამიანისთვის, საკვების, ჯანდაცვის, თავშესაფრისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების უზრუნველსაყოფად $606 000 000-ს დახარჯავს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ მენენდესს მიაჩნია, რომ თალიბანის მიერ პირობების შესრულება და შეერთებული შტატების მხრიდან სხვა მოლოდინის არსებობა „აბსურდია“. მენემდესი თხოვს და მოუწოდებს ქვეყნებს, არ აღიარონ თალიბანი, როგორც ავღანეთის ოფიციალური მთავრობა.

„ჩვენ ვიცით, რომ თალიბანს არ აქვს განზრახული, პოლიტიკური გზა გაიაროს. მათ არ აქვთ განზრახვა, შეწყვიტონ ალ-ყაიდასთან კავშირი და აშკარად არ აქვთ განზრახვა, ქალებს საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ“ - აცხადებს მენენდესი.

წარმომადგენელთა პალატის წინაშე წარდგომისას, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ლეგიტიმურობა და მხარდაჭერა, რომელსაც თალიბანი საერთაშორისო საზოგადოებაში ეძებს, მის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაიცვა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ავრანეთის 20 წლიანი ომის დასრულების შესახებ.

„არაფერია ისეთი, რაც სტრატეგიულ კონკურენტებს, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, ან მოწინააღმდეგეებს, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო მეტად მოეწონებოდათ, ვიდრე ამერიკის მიერ 20 წლიანი ომის გაგრძელება და კიდევ ათწლეულის განმავლობაში იქ ყოფნა“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკელ ამომრჩეველთა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი, ომის დასრულების შესახებ, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ არა იმ სახით, რა ფორმებითაც ჯარების გამოყვანა მოხდა.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG