ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს


ავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს
ავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს

ავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს
ავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს

ავღანეთის ჩრდილოეთში მეჩეთში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი, რომელიც თალიბების კრიტიკით გამოირჩეოდა.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის შაჰ ჯაჰან ნურის განცხადებით ტახარის პროვინციაში მომხდარი ამ ტერაქტის დროს 15 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებამ მეზობელი ყუნდუზის პროვინციის გუბერნატორის მუჰამედ ომარის სიცოცხლე შეიწირა.

ომარი ავღანეთის ჩრდილეოთში თალიბანის გააქტიურების შესახებ აფრთხილებდა მთვარობას. ადრე ეს რაიონი შედარებითი სიმშვიდით გამოირჩეოდა, თუმცა ამ ბოლო დროს აქაც დაიწყო პარტიზანული ბრძოლები.

დღესვე ავღანეთის სამხრეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა პარტიზანებთან შეტაკების შედეგად.

XS
SM
MD
LG