ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ყველაზე დაბინძურებული შავი ზღვაა, რომლის ნაწილი მკვდარია - BBC


მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს შავი ზღვიდან ამოღებული სინჯები და ისინი თვლიან, რომ ზღვის ნაწილი მკვდარია.

"ბი-ბი-სი" ასევე წერს, რომ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რამაც ზღვის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა.

აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.

"ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი ბათუმში იმყოფებოდა, კერძოდ ნაგავსაყრელზე და ყვება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იმისა, რომ ზღვა კვდება.

ჟურნალისტმა ასევე გადაიღო შავი ზღვის სანაპირო უკრაინის მხრიდან, სადაც ზღვას სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ეტყობა.

ჟურნალისტთან ერთად შავ ზღვაში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აიღეს სინჯები.

"ზღვიდან აღებული მაჩვენებლები შემაშფოთებელია. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ეს ყველაზე დაბინძურებული ზღვაა და საკმაოდ საშიში,"- განაცხადა "ბი-ბი-სი"-სთან საუბრის დროს იაროსლავ სლობოდნიკმა.

ზღვის გარკვეულ მონაკვეთებში აღმოჩნდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ტიპის ბაქტერია ადამიანს კლავს. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება სპეციალისტებმა მაშინ გააკეთეს, როცა სინჯებს უკრაინაში იღებდნენ.

"ბი-ბი-სი''-ს რეპორტაჟი ზაფხულშია გადაღებული, თუმცა ის ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ შავი ზღვის შესწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG