ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ-ლადენის ბოლო დოკუმენტები გამოქვეყნდა


ოსამა ბინ ლადენი
ოსამა ბინ ლადენი

ტერორისტული ორგანიზაციის, ალ-ყაიდას დამაარსებლის, ოსამა ბინ-ლადენის ბოლო დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, ის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამერიკის შეერთებულ შტატებზე და დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირეებზე თავდასხმას გეგმავდა. ბინ-ლადენის პირადი წერილები, დანარჩენ 50 დოკუმენტთან ერთად, ამერიკის დაზვერვამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

„ამერიკა არასოდეს ყოფილა მთელი მსოფლიოსთვის ასეთი საძულველი“ წერდა ის და ერთ-ერთ მიზეზად აბუ-ღრაიბის და გუანტანამოს ციხეებში თანამებრძოლების წამებას ასახელებდა. „უთანხმოებანი ყველამ უკან უნდა გადადოს და ფოკუსირება ყველაზე დიდი მტრის განადგურებაზე უნდა მოხდეს“ - ამბობს ის მეორე წერილში, რომელსაც შეიხ მაჰმუდს წერს.

XS
SM
MD
LG