ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა ამერიკას ემუქრება


ალ ყაიდა ამერიკას ემუქრება

იემენში დაფუძნებული ალ ყაიდას ლიდერი ნასერ ალ ვაჰიში შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის გამო ტერორისტული ორგანიზაცია ამერიკაზე შურს იძიებს.

დღეს გამოქვეყნებულ ინტერნეტ განცხადებაში ალ ვაჰიშიმ განაცხადა, რომ ჯიჰადის - ანუ წმინდა ომის ნაკვერჩხალი დღეს უფრო მხურვალეა. ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ამერიკას „გაცილებით დიდი და უარესი“ თავდასხმები მოელის.

ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ კერიმ განაცხადა, რომ ის პაკისტანში ჩასვლას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამერიკის სპეც-დანიშნულების რაზზმა პაკისტანის ტერიტორიაზე ისლამაბადის ნებართვის გარეშე რეიდი ჩაატარა, რომლის მიზანიც ბინ ლადენის ლიკვიდაცია იყო.

XS
SM
MD
LG