ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სწრაფი მოგების შემდეგ, მილიარდერები აქტივების შემცირებას გეგმავენ


მსოფლიოში ქონების ყველაზე მსხვილმა მენეჯერმა დღეს განაცხადა, რომ მილიარდერები, რომლებსაც შვეიცარიული ბანკი “იუ-ბი-ეს” აკვირდებოდა, მარტიდან მაისამდე ფასიანი ქაღალდების უმაგალითო მოცულობით გაყიდვით და ფასების შემდგომი აწევით მოგების მიღების შემდეგ, გეგმავენ თავისი ფულის ნაწილი აქტივებიდან გამოიტანონ.

გლობალურ საფონდო ბირჟებზე მარტში არსებული არეულობის დროს, “იუ-ბი-ეს”-ის უმდიდრესმა კლიენტებმა სესხები აიღეს და მილიარდობით დოლარი კრახისკენ მიმართულ საფონდო ბირჟებზე განათავსეს. ახლა გეგმავენ ეს ფული აქტივებიდან გამოიტანონ და მოგება არალიკვიდურ და კერძო ქონებაში ჩადონ.

მათი სტრატეგია დაეხმარა საოჯახო ოფისებს, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების ფინანსურ საქმეებს მართავს.

ბანკი “იუ-ბი-ეს”, რომელსაც “მილიარდერების ციხესიმაგრე ბანკად” იცნობენ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ნახევარს ემსახურება. ბანკმა განაცხადა, რომ მისი უმდიდრესი კლიენტები, რომლებსაც ინდივიდუალური საოჯახო ოფისები ემსახურება, ახლა გეგმავენ ინვესტიცია საცხოვრებელ უძრავ ქონებაში და კერძო აქტივებში ჩადონ, ან კორპორატიული და სტრატეგიული გარიგებები განახორციელონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG