ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ გეიტსის ფილანტროპია მთავრობაზეა დამოკიდებული


Mourners comfort each other in front of the Emanuel African Methodist Episcopal Church in Charleston, S.C., two days after a shooting left nine dead.
ბილ გეიტსის ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სამყაროს განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. ის ახლა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას სხვა მიმართულებით ცდილობს. მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება მომაკვდინელებლი დაავადებების და სიაღატაკის წინააღმდეგ ბრძოლაა.

გეიტსი ამბობს, რომ მისი ფილანტროპული საქმიანობა ისეთ სფეროებზე ვრცელდება, სადაც მთავრობა შედარებით შეზღუდულია: „სოციალური პროგრამების დარგში არსებობს გარკვეული მიდგომები, რომელთა განხორციელებაც მთავრობებს ისე ეფექტურად არ შეუძლიათ - მათი სტრუქტურული მოწყობის გამო - როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მაგალითად, მთავრობა ვერ დააბალანსებს რესურსებს მოხალისეების ხარჯზე ისე, როგორც ამას ფილანტროპიაში ვხედავთ.“

გეიტსი ამბობს, რომ ამერიკაში ქველმოქმედებას ძალიან დიდი ადგილი უკავია. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები ადამიანებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარებიან, ხოლო სანაცვლოდ კი ეს ადამიანები უნივერსიტეტებს ფინანსურად ეხმარებიან. ამის გამო, კერძო თანხებით დაფინანსებული ინსტიტუტები ყოველთვის ლიდერობენ ინოვაციების დანერგვაში. მან მაგალითისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „მარჩ ოფ დაიმსის“ მიღწევებზე ისაუბრა, რომელმაც პოლიომიელიტის ორი სხვადასხვა ვაქვინის შემუშავებაში უდიდესი როლი ითამაშა.

„“მარჩ ოფ დაიმს-ის ფონდმა“ პოლიომიელიტის ვაქცინა შეიმუშავა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წითურას ვირუსის შემდეგ, თითქმის დამარცხებულია. ერთი დოზა ვაქცინა 13 ცენტი ღირს და მისი შემუშავება სწორედ ფილანტროპიული საქმიანობის წყალობით მოხდა,“ აღნიშნა გეიტსმა.

გეიტსი ამბობს, რომ ფილანტროპია ვერ შეძლებს ჩაენაცვლოს მთავრობას ისეთი ფართომასშტაბიანი სფეროების მართვაში, როგორიცაა საჯარო ჯანმრთელობა, განათლება და დასაქმება.

„როცა ცდილობ ამერიკაში ყველა ბავშვს კარგი განათლება მისცე, უზრუნველყო ის, რომ ისინი არ შიმშილობენ, ამაში მთავრობა უნდა ჩართო. ქველმოქმედება საზოგადოების ფართო მასებთან ყოველდღიურად არ ურთიერთობს. ფილანტროპიას ისეთი წვდომა არ აქვს, როგორიც მთავრობას. ფილანტროპიის დანიშნულება დაავადებების აღმოსაფხვრელად კვლევების ჩატარება და აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობაა იმისთვის, რომ შედეგის მისაღწევად უფრო ეფექტური გზები გამოვნახოთ.“

გეიტსი ამბობს, რომ უამრავი სოციალური პრობლემის გადასაჭრელად, ფილანტროპია კვლევასა და ინოვაციაზეა დამოკიდებული, ხოლო ამის პარალელურად მთავრობა საზოგადოების ცხოვრების ზოგად გაუმჯობესებაზე უწყვეტად უნდა ზრუნავდეს.
XS
SM
MD
LG