ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსების გაყრის მიუხედავად საქველმოქმედო ფონდი უცვლელად რჩება


მილიარდერმა ქველმოქმდებემა, ბილ და მელინდა გეითსებმა, 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინების შესახებ განაცხადეს. თუმცა, გეითსები პირობას დებენ, რომ მათ მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდით, ფილანთროპიას ერთად გააგრძელებენ.

გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, გეითსების საქველმოქმედო ფონდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი გახდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სიღარიბისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ფონდმა 50 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ბილ და მელინდა გეითსები
ბილ და მელინდა გეითსები

გეითსები მნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მალარიისა და პოლიომიელიტის აღმოფხვრის პროგრამებს, ასევე ბავშვთა კვებისა და ვაქცინების შესახებ პროექტებს. გასულ წელს, კოვიდ-19-თან საბრძოლველად, ფონდმა $1.75 მილიარდი გამოყო.

ქორწინების შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებაში წყვილმა დაადასტურა, რომ მათი კავშირი „შეუქცევადად დაირღვა“. მაგრამ, ასევე თქვეს, რომ საქორწინო აქტივების გაყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ეს შეთანხმება არ გასაჯაროვებულა.

„Microsoft Corp”-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი და მელინდა ფრენჩ გეითსი მაშინ შეხვდნენ, როცა მელინდა კორპორაციას პროდუქტ მენეჯერის სტატუსით შეუერთდა. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1994 წელს წყვილმა ჰავაის შტატში იქორწინა.

„დიდი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, ქორწინების დასრულების გადაწყვეტილება მივიღეთ“ - ნათქვამია გეითსების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ „ტვიტერის“ გვერდებზე განათავსეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG