ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთში დაჭირილი ჯარისკაცები მოინახულა


Biden

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა, მერილენდის შტატში მდებარე უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულეს.

დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილური.

ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, 15 ამერიკელ ჯარისკაცს მკურნალობენ. ისინი 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებისას დაშავდნენ.

ქაბულში განხორციელებულ თავდასხმისას, 11 საზღვაო ქვეითი, არმიის ერთი ჯარისკაცი და საზღვაო ძალების ერთი წარმომადგენელი დაიღუპა. პრეზიდენტი და პირველი ლედი გასულ კვირას დელავერში, დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც დაღუპული ჯარისკაცები ჩამოასვენეს.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის მთავრობა ქაბულში, ჰამიდ კარზაის აეროპორტიდან ამერიკელების, ავღანელებისა და მოკავშირებიის ევაკუაციის მისიას ახორციელებდა. თავდასხმიდან 5 დღეში, 31 აგვისტოს, ავღანეთში ამერიკის და მისი მოკავშირეების 20-წლიანი ომი ოფიციალურად დასრულდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG