ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ეკონომიკურ გუნდში წამყვან პოზიციებზე ბევრი ქალია


ჯანეტ იელენი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ეკონომიკური გუნდის მომავალ წევრებს დღეს ოფიციალურად წარადგენენ. ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელთა პოსტებზე დასახელებული სპეციალისტების ვინაობა ორშაბათს გახდა ცნობილი.

პოზიციების ნაწილი ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს. უკვე იკვეთება ორი ძირითადი მახასიათებელი. პირველი ის არის, რომ გუნდში რეკორდულად ბევრი ქალია დასახელებული და მეორე - ძირითადი ყურადღება პანდემიის შემდეგ ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე მახვილდება.

ჯანეტ იელენი
ჯანეტ იელენი

დამტკიცების შემთხვევაში, ჯანეტ იელენი პირველი ქალი იქნება, რომელიც ამერიკის ხაზინის მდივნის პოზიციას დაიკავებს, დეპარტამენტის 231 წლიანი ისტორიის მანძილზე. იელენი წარსულში ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე იყო. მის მოადგილედ უალი ადიელმოა დასახელებული.

ნირა ტანდენი
ნირა ტანდენი

თეთრი სახლის ბიუჯეტის ოფისს ნირა ტანდენი უხელმძღვანელებს. ეკონომიკის მიმართულებით მრჩეველთა საბჭოს ლიდერი სესილია როუზი იქნება.

მრჩევლები და კაბინეტის წევრები ძირითადად ან წინა დემოკრატ პრეზიდენტთა ადმინისტრაციაში მსახურებდნენ, ან ლიბერალური კვლევითი ორგანიზაციებიდან არიან. მათი მიზანი ქვეყნის ეკონომიკისთვის მიმართულების მიცემა და პრიორიტეტების განსაზღვრა იქნება, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა.

არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესი ოფიციალურად გასულ კვირას დაიწყო. თუმცა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოების დონეზე აგრძელებს ბრძოლას და კვლავ აცხადებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG