ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგება


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს, რამდენიმე საკითხის შესახებ გამართავს. მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ტაივანთან არსებული დაძაბულობისა და უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომის შესახებ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი,„მომავალ დღეებში“ წარიმართება.

„ბაიდენს სურს დარწმუნდეს, რომ პრეზიდენტ სისთან კომუნიკაციის ხაზები ღია დარჩება, რადგან მათ ეს სჭირდებათ. არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობა შეგვიძლია და ცხადია ასევე არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც დაძაბულობაა“ - განაცხადა რეპორტიორებთან საუბრისას ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, საუბრისას განხილული იქნება ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა და ჩინეთის „აგრესიული ქცევა“ რეგიონის ქვეყნების მიმართ.

ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის სატელეფონო საუბრის შესახებ განხილვას, დროში ემთხვევა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, აცხადებს, რომ პელოსის შესაძლო ვიზიტს, „მკაცრი პასუხები მოჰყვება.“

XS
SM
MD
LG