ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიში დამაჯერებლად გაიმარჯვა


სამხრეთ კაროლინის შტატში ჩატარებულ დემოკრატიული პარტიის პრაიმერის არჩევნებში ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ეგზიტპოლების მონაცემებით, პრაიმერის ათიდან ყოველმა რვა ამომრჩეველმა ბაიდენის მიმართ სიმპატია გამოხატა.

კომპანია "ედისონ რისერჩის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის წარმატებაზე გავლენა იქონია იმან, რომ გავლენიანმა სამხრეთ კაროლინელმა კონგრესმენმა ჯეიმს კლაიბერნმა ამომრჩეველს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მხარდამჭერთა უმრავლესობა შავკანიანი ამერიკელები იყვნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG