ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენ-ტრამპს პარტიების საპრეზიდენტო ნომინაცია პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ


ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები: დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ)
ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები: დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ)

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტის შიდაპარტიულ არჩევნებზე საკუთარი პარტიებიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნომინაციისთვის საჭირო მხარდაჭერა პრაქტიკულად უკვე გარანტირებულად მოიპოვეს. ახლა მხოლოდ პარტიის ყრილობაზე კანდიდატად მათი ფორმალურად დასახელება რჩება. ამით შეერთებულ შტატებში კანდიდატთა ხელმეორე რევანშის ისტორიული მომენტი, ბოლო თითქმის 70 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ იქნება.

81 წლის ბაიდენს ნომინაციის მოსაპოვებლად დემოკრატიული პარტიიდან 1 968 დელეგატის ხმა ესაჭიროებოდა. კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" შეფასებით, ეს ზღვარი მან სამშაბათს, 12 მარტის საღამოს გადალახა, როგორც კი ცნობილი გახდა ჯორჯიის შტატში შიდაპარტიული არჩევნების პირველი შედეგები. სამშაბათსვე ჩატარდა არჩევნები მისისიპისა და ვაშინგტონის შტატებში, ასევე - უცხოეთში მცხოვრებ ამერიკელ ამომრჩევლებში.

სულ რამდენიმე საათში, რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის საჭირო 1 215 დელეგატის ხმა შეაგროვა 77 წლის დონალდ ტრამპმაც, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა. მან გაიმარჯვება ჯორჯიის შტატშიც კი მოიპოვა, სადაც ექსპრეზიდენტს, შტატის 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ.

12 მარტის კენჭისყრის შედეგი ძირითადად ორივე პარტიაში წინასწარ იყო განსაზღვრული. დონალდ ტრამპის ნომინირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გასული კვირის ე.წ. სუპერ-სამშაბათის შემდეგ აღარ იდგა, რადგან მისმა ოპონენტმა, გაეროში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ 15-დან 14 შტატში დამარცხების შემდეგ, საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა.

ორივე პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინირება ზაფხულში იგეგმება. რესპუბლიკელთა ყრილობა 15-18 ივლისს ჩატარდება, დემოკრატთა ყრილობა კი - 19-22 აგვისტოს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება.

ამერიკის არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში გადადის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG