ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ჯანდაცვის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო 9 თვეა უფროსის გარეშე მუშაობს


ამერიკის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ წარუდგენია შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ხელმძღვანელი. სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, ფედერალური სააგენტო ზედამხედველობას უწევს ვაქცინებს, მედიკამენტებს და ტესტებს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

ზეწოლა ლიდერის წარდგენაზე და დამტკიცებაზე კოვიდ-19-ის გამო, განსაკუთრებით გაზრდილია. პროცესში მეტი სიცხადის შეტანა თანდათან უფრო აუცილებელი ხდება, რადგან ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე ათობით მილიონი ადამიანის ბედია დამოკიდებული. სპეციალისტები ვირუსული ინფექციის ახალ ტალღებს არ გამორიცხავენ.

სულ რამდენიმე კვირაში ფედერალურმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა ფართო მასებისთვის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას, ე.წ. ბუსტერებს. დღის წესრიგშია "ფაიზერის" ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვაც.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პოსტზე ახალ კანდიდატს მალე დაასახელებს. ამისთვის ლეგალურად დაწესებული ვადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნოემბერში ეწურება. სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას თითქმის 9 თვეა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანეტ ვუდსტოკი ასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG