ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ბაიდენს მაკრონთან საუბარი სურს


საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, ფრანგ კოლეგასთან, სატელეფონო საუბარი მოითოხვა. ატალის თქმით, კოლეგებს შორის საუბარი „მომალ დღეებში“ შედგება.

„ჩვენ გვსურს განმარტებები“ - აცხადებს ატალი და ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, რაც „ძალიან ჰგავს ნდობის დიდ რღვევას“.

პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები 18 სექტემბერს გამოიძახა. აშშ-სა და საფრანგეთს შორის, უირთიერთოის განმავლოიბაში ეს უპრეცედენტო მოვლენა, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესყიდვსი შესახე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმებას უკავშირდება.

„ეს აჩვენებს, რამდენად ვწუხვართ და რამდენად სერიოზული კრიზისია ჩვენს ურთიერთობებში“ აცხადებს დიპლომატიურიგადაწყვეტილების შესახებ, საფრანგეთის საგარეო საქმეტა მინისტრი.

„ტყუილი და ნდობის დარღვქვეა“ - ასე შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის დადებულ სეთანხმებას, ჟან-ივ ლე-დრიენი.

16 სექტემბერს, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის მიღწეული შეთანხმებით, კანბერა ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ვაშინგტონისა და ლონდონის დახმარებით შეისყიდის.

საფრანგეთში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს მათთან კონსულტაციები არ გაუვლია. პარიზში შეთანხმება შეაფასეს, როგორც "ზურგში დანის ჩარტყმა".

ამ შეთანხმებამდე, 2016 წელს, საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება არსებობდა, რომლის მიხედვით, პარიზს კანბერისთვის ტრადიციული წყალქვეშა ნავები უნდა მიწეოდებინა.

კვირას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, შეთანხმების შესახებ პარიზის შეშფოთებას უპასუხა. „ეს არ არის ის, რაზეც ვინმე უნდა ღელავდეს, განსაკუთრებით ჩვენი ფრანგი მეგობრები“ - აცხადებს ჯონსონი.

პარიზის შეშფოთებას პასუხობს ავტრალიის პრემიერ მინისტრი. „ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩვენს ეროვნულ სტრატეგიულ ინტერსესზე დაყრდნობით მივიღებდით“ - აცხადებს სკოტ მორისონი, დადებული შეთანხმების შესახებ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG