ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ინდოეთს მოუწოდებს არ გაზარდოს რუსული ნავთობის შესყიდვა


ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შორის გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, საუბრის მთავარი თემა რუსეთი იყო. გავრცელებული ინფრომაციით, ბაიდენმა მოდის მოსთხოვა, რომ არ გაზარდოს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეთრი სახლის თქმით, ეს ამერიკის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რაც ინდოეთის ინტერესებში არაა.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა ვირტუალური შეხვედრის დროს, პრემიერ მოდის განუმარტა, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში მისი ომისთვის და მსოფლიო აღარ უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ნავთობპროდუქტებზე.

„პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ მას არ სჯერა, რომ ინდოეთის ინტერესებში შედის რუსული ენერგიის ან სხვა საქონლის იმპორტის დაჩქარება ან გაზრდა“, - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ საკიმ.

საკის თქმით, ბაიდენი დაჰპირდა მოდის, რომ აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს ინდოეთს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში, თუმცა როგორია ამაზე ინდოეთის პასუხი, თეთრი სახლის სპიკერს არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG