ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ახალი ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის საქმეში


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა თეთრ სახლში 21 დეკემბერს, 2021 წ.

სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი, ახალი ნაბიჯების თაობაზე. მიმართვაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ 1 000-მდე ფედერალური სამხედრო ჯანდაცვის მუშაკი იქნება მობილიზებული, რომლებიც გაემგზავრებიან იმ საავადმყოფოებში, სადაც სპეციალისტების დეფიციტია. დღეისთვის ამერიკის 6 შტატი აცხადებს, რომ მათ არ ჰყოფნით ექიმები, ექთნები, თუ სხვა ტიპის პერსონალი.

იგივე მოხდება დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ვენტილატორების, დამცავი სამოსის, თუ ნიღბების მობილიზების და გადანაწილების მიმართულებით. გაიხსნება ახალი, დამატებითი ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები. ამას გარდა, ამერიკელებს შინ უფასოდ მიეწოდება 500 მილიონი კოვიდ-19-ის ტესტერი.

თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ისევ ძლიერ გაიზარდა. ორშაბათს, დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში დაახლოებით 143 000 შეადგინა. აქედან საშუალოდ 3/4-ს ახალი ვარიანტი, ომიკრონი აქვს, რომელიც სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. გარდაცვლილთა რიცხვმა ერთ დღეში 1 300 შეადგინა.

"ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ომიკრონით შეშფოთებული, მაგრამ პანიკის საფუძველი არ გვაქვს" - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ინფიცირების ზრდის მიუხედავად, სრულად აცრილებს შეუძლიათ შობა-ახალი წლის მომავალი დღესასწაულები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ იზეიმონ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც კოვიდ-19-ის აცრის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი გაიკეთა.

თუმცა, "თუ სრულად აუცრელი ხართ, თქვენ გაქვთ შეშფოთების მიზეზი" - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებში 40 მილიონი აუცრელი ადამიანია და ვაქცინაცია მათი "ვალია, გულწრფელად გითხრათ, პატრიოტული მოვალეობაა საკუთარი სამშობლოს წინაშე". მეტიც, აუცრელების არჩევანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევანი "სიცოცხლეს და სიკვდილს შორის". ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა მათ, აიცრან, რადგან ეს "ერთადერთი პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯი იქნება".

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკაში კოვიდ-19-ზე სრულად არცრილია მოსახლეობის 61%, დაახლოებით 204 მილიონი ამერიკელი. 2021 წლის დასაწყისთან შედარებით, ეს 1%-ით მეტიც არ არის. აქედან მხოლოდ 60.8 მილიონმა მიიღო ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც სპეციალისტების აზრით, კორონავირუსისგან ამ ეტაპზე საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს.

ომიკრონის ვარიანტი მთელ მსოფლიოში აქამდე არნახული სისწრაფით ვრცელდება, თუმცა პირველადი მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში მას დელტა ვარიანტთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. საავადმყოფოებზე დატვირთვის ზრდის ფონზე, ისრაელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მეოთხედ აცრას მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა. მეოთხე ვაქცინა ეკუთვნით 60 წლის ზევით ადამიანებს, სუსტი იმუნიტეტის მქონეებს და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს.

2022 შესაძლოა პანდემიის ბოლო წელი იყოს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG