ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი "იდას" მიერ დაზარალებულ აღმოსავლეთ შტატებს ეწვევა


ქარიხალ „იდას“ მიერ დაზარალებული ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკი, ფედერალური მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, ნიუ-ჯერსის ექვს და ნიუ-იორკის ხუთ ოლქში. ეს ის ოლქებია, სადაც რეკორდული რაოდენობის ნალექის შედეგად, მდინარეებმა ქალაქის სადრენაჟე და საკანალიზაციო სისტემები მნიშვნელოვნად დააზიანა, დაიტბორა გზები, სახლები და კომერციული ფართები.

ზარალის უშუალო შეფასებისთვის, ბაიდენი რეგიონში ვიზიტს დღეს გეგმავს.

ამერიკის მხოლოდ ექვს აღმოსავლეთ შტატში, ქარიშხალმა სულ მცირე, 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, 27 ნიუ-ჯერსიში და 13 ნიუ-იორკში. მანამდე, 2 100 კილომეტრის დაშორებით, მექსიკის ყურიდან წამოსულმა „იდამ“ ნგრევა სამხრეთ ლუიზიანაში გამოიწვია. იქ სტიქიას 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯერსი სითის მერი, სტივენ ფულოპი ამბობს, რომ სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურას 35 მილიონი დოლარის ღირბულების ზარალი მიაყენა.

ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეთი ჰოჩული აცხადებს, რომ პირველადი შეფასებით, შტატის საზოგადოებრივმა ინფრასტრუქტრამ 50 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. ამასთან, დაზიანებულია 1 200-ზე მეტი სახლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG