ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ისრაელის პრემიერთან შეხვედრა გადადო


პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს ხვდება. 25 აგვისტო, 2021 წ.
პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს ხვდება. 25 აგვისტო, 2021 წ.

თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ გაურკვეველი ვადით გადადო ჯო ბაიდენის შეხვედრა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან, რომელიც დღეისთვის იგეგმებოდა. ამას გარდა, გაუქმდა ვიდეო-კონფერენცია შტატების გუბერნატორებთან, რომელიც ავღანეთიდან ჩამოსული დევნილების დაბინავების თემაზე უნდა გამართულიყო.

მიზეზი ქაბულში განვითარებული მოვლენებია, სადაც სულ ცოტა, ორი აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი და არიან დაჭრილები. დღეს მომხდარი აფეთქებების უკან, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დიდი ალბათობით დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას. დასავლეთს და მის მოკავშირეებს ქაბულის აეროპორტიდან ხალხის გაყვანის ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.

თეთრი სახლის პრიორიტეტი ახლა ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანაა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები და ის ავღანელები არიან, ვინც დასავლეთის ძალებთან თანამშრომლობდა, ასევე - განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG