ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალაბამაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ამერიკის შტატ ალაბამაში, ტორნადოების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია სახლები და ათობით ათას მოსახლეს ელექტროენერგია არ მიწოდება.

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა, კვირას შტატში საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადების დეკლარაციას მოაწერა ხელი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფედერალური დახმარების სამსახურებს მოუწოდა, სრულად დაუჭირონ მხარი ადგენით სამუშაოებს რაიონებში, რომლებიც ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოების შედეგად დაზარალდა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლის, ჯესიკა ლოუსის თქმით, ხუთშაბათს ალაბამის ცენტრს, სულ მცირე, 5 ტორნადო დაატყდა თავს.

XS
SM
MD
LG