ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ებრაელებზე თავდასხმები დაგმო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ამერიკაში და საზღვარგარეთ ებრაელთა თემების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, იმ დროს როდესაც ისრაელსა და ჰამასის მმართველებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს.

რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს, რომელიც 11 დღე გაგრძელდა, ებრაელებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მოხდა ქალაქ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და სამხრეთ ფლორიდაში.

ბაიდენმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “ებრაელთა თემზე ბოლო დროს მომხდარი თავდასხმები საზიზღრობაა და ეს უნდა შეწყდეს. შინ და საზღვარგარეთ ამ სიძულვილის საქციელს ვგმობ - ყველა ჩვენგანის საქმეა, რომ სიძულვილს თავშესაფარი არ მივცეთ.”

შეერთებულ შტატებში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა, ამის პასუხად პრეზიდენტს “ტვიტერით” მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ იმედი აქვს თავდამსხმელებს კანონის წინაშე დაუყოვნებლად პასუხს აგებინებენ და სიძულვილის დანაშაულს თავიდან აირიდებენ.

პარასკევს, ხუთმა წამყვანმა ებრაულმა ჯგუფმა ბაიდენს დაჟინებით მოუწოდა ამხილოს ანტისემიტიზმი და კონკრეტული ქმედებების რეკომენდაციაც მისცა, მათ შორისაა კოლეჯებში სიძულვილთან ბრძოლა და რელიგიური ინსტიტუტებისთვის უსაფრთხოების გაძლიერება.

ამ ჯგუფებმა წერილში თქვეს, რომ ღაზას კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში და შეერთებულ შტატებში, მათ შორის, სოციალურ მედიაშიც, მრავალი ანტისემიტური ინციდენტი მოხდა. თავდამსხმელებმა ებრაული ინსტიტუტები და პირები სამიზნედ შეგნებულად, მხოლოდ რელიგიური ნიშნით აირჩიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG