ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტი აზიაში


ბაიდენი: ჩინეთის მიერ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილმა ახალმა საჰაერო ზონამ რეგიონში „მნიშვნელოვანი დაბრკოლება“ შექმნა

ჯო ბაიდენი ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით აზიის ქვეყნებს სტუმრობს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის მიერ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილმა ახალმა საჰაერო ზონამ რეგიონში „მნიშვნელოვანი დაბრკოლება“ შექმნა. ბაიდენმა პეკინში შეკრებილ ბიზნეს-ლიდერებს უთხრა, რომ ამ თემაზე ის პრეზიდენტ სი ძინპინს „სრული პირდაპირობით“ ესაუბრა, თუმცა, ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ პეკინს და ვაშინგტონს შორის კონფლიქტის თავიდან არიდება მაინც შესაძლებელი იყო.

„ჩვენ მსოფლიოს წამყვან ძალებთან ახალი ტიპის ურთიერთობების დამყარებას ვცდილობთ. - ისეთის, რომელიც განსხვავებულია, რომელიც განისაზღვრება კონსტრუქციული თანამშრომლობით, ჯანსაღი კონკურენციით და ყალიბდება 21-ე საუკუნეში მიღებული, ურთიერთშეთანხმებული, საერთაშორისო ნორმების პატივისცემით“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და ჩინეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა ოთხშაბათს 4 საათი გაგრძელდა. პეკინიდან ჯო ბაიდენი სამხრეთ კორეაში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG