ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანული დასაქმების პროგრამა ბერლინში პოპულარულია


პროგრამაში პოლიციაც აქტიურად არის ჩართული, ამ წელიწადში დასაქმებულთა სიაში ყოველი მეხუთე ოფიცერი ვიეტნამელი, თურქი და აფრიკელი ემიგრანტია.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00
ბმული

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია სამი წლის წინ, როდესაც მან განაცხადა რომ ქვეყნის ინტეგრაციის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. თუმცა მას შემდეგ იმიგრანტების დახმარების მიზნით რამდენიმე ახალი პროგრამა შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპის უდიდეს ეკონომიკაში კარიერის გაკეთებაში დაეხმარა. ერთ-ერთ ასეთ პროგრამას ჰქვია“ ბერლინს შენ სჭირდები“ . ეს არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომლის საშუალებით არასრულწლოვანმა ახალგაზრდები სრული სამუშაო განაკვეთის სამსახურში დაკავდნენ.

აიშა ნახევრად თურქი, ნახევრად გერმანელი ბერლინელია, რომელიც დედაქალაქში მუშაობს. მან თავისი სამსახური „ბერლინს შენ სჭირდები“ პროგრამის მეშვეობით იპოვა. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა დასაქმდა სახელმწიფო სტრუქტურაში.

ცოტა ხნის წინ, პროგრამის ყოველწლიურ შეხვედრაზე, კონსულტანტებმა განაცხადეს, რომ ისინი ავიდნენ საფეხურზე , როცა ქალაქის სააგენტოების მიერ სამსახურში აყვანილი მუშა-ხელის 25%-ს ემიგრანტები წარმოადგენენ.
ზოგიერთი ამ პროგრამის ახალი მონაწილე, როგორიცაა ჰუსეინ ელ ალი და ჯიჰად ილდიზი საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ ორივემ სტაჟირება დაასრულა ქალაქის წყლის კომპანიაში, და ახლა სრული განაკვეთის სამუშაოს მიღების მოლოდინში არიან.

ჯიჰად იალდიზი: მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება იყო. არ მოგვიწყენია. ჩვენი ჯგუფის ლიდერები კარგად იყვნენ განწყობილნი . ისინი ნამდვილად მოთმინებით პასუხობდნენ ჩვენს კითხვებს. ჩვენ შეგვეძლო ყველა კითხვის დასმა, რაც გვაინტერესებდა.

ჰუსეინ ელ ალი: ჩვენი ხელმძღვანელი დაკავებული იყო, თუმცა დროს ყოველთვის პოულობდა რომ დაგვხმარებოდა, ამბობს ჰუსეინი ელ ალი.

შარლოტ კრუჰოფერი, რომელიც გერმანიის უდიდეს საავადმყოფოთა სისტემის წარმომადგენელია, სურს ემიგრანტი სტუდენტები დაასაქმოს.

შარლოტ კრუჰოფერი: მე თავადაც ემიგრანტი ვარ დანიიდან, მთელი საავადმყოფო იზიარებს აზრს რომ ბერლინი ძალიან მრავალფეროვანი ქალაქია. მსოფლიოს ყველა ქალაქიდან არის აქ ხალხი ჩამოსული. და ის ადამიანები რომლებიც საავადმყოფოში დასაქმდებიან, მათ აქ უნდა წარმოადგენდნენ.

აილა კადი პროგრამის კონსულტანტია. ის ამბობს რომ პროგრამას „ბერლინს შენ სჭირდები“ მნიშვნელოვანი როლი აქვს, ნაკლებად ინტელექტუალური ოჯახების ბავშვებისთვის რომ მათ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტი იცოდნენ.

აილა კაიდი: მათი მშობლები, მეგობრები განათლებულები არ არიან, ისინი სწავლობენ სკოლაში სხვა ბავშვებთან ერთად, რომლებიც ასევე არ არიან განათლებული ოჯახებიდან. მათთვის, ძალიან უცხოა სამრეწველო ობიექტზე მუშაობა. მათთვის ეს რაღაც სხვა ქვეყანას ნიშნავს.

პროგრამაში ქალაქის პოლიციაც აქტიურად არის ჩართული. ამ წელიწადში დასაქმებულთა სიაში დაახლოვებით ყოველი მეხუთე ოფიცერი ვიეტნამელი, თურქი და აფრიკელი ემიგრანტია.

ფატიჰ გიორი ნახევრად თურქი, ნახევრად გერმანელი პოლიციელია ბერლინში
.
ფატიჰ გიორი: ახალგაზრდა ემიგრანტებს პროცესებში აქტიური ჩართვა სურთ. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი პოლიციელების მიმართ. თუმცა ბევრს სურს რომ ძალოვან სტრუქტურაში იმსახუროს, საზოგადოების ნაწილი გახდეს, და სტაბილური სამსახური ჰქონდეს.

ბერლინი მართალია თავის მისიას კარგად ასრულებს, თუმცა მრავალფეროვან სამოქალაქო სექტორში მაინც არ არის თვალშისაცემი ეროვნული მრავალფეროვნების გათვალისწინების ხშირი შემთხვევები. ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, გერმანიას 34 ადგილი უკავია, საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ემიგრანტთა კუთხით.
XS
SM
MD
LG