ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინის ბაზრობაზე თავდამსხმელი მამაკაცი მოკლულია


Italian police cordon off an area around a body after a shootout in Milan's Sesto San Giovanni neighborhood, Italy, Dec. 23, 2016.

იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი მამაკაცი დღეს დილით მილანში მოკლეს. როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარკო მინიტიმ დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, პოლიციელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოკლული ანის ამრია.

პოლიციის ცნობით 24 წლის ტუნისელი პოლიციამ სესტო სან ჯიოვანის რკინიგზის სადგურზე გააჩერა და პირადობის წარდგენა მოთხოვა, რის საპასუხოდაც მან იარაღი ამოიღო და პოლიციელი დაჭრა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ბერლინში დაშავებულ 48 ადამიანს შორის 2 ამერიკის მოქალაქეა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG