ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენღაზიში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა


ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომხდარი ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

პირველი მანქანა ალ-სელმანის უბანში მდებარე მეჩეთის მახლობლად აფეთქდა. მეორე კი იგივე ადგილას, პირველი ინციდენტიდან, დაახლოებით, 30 წუთში აფეთქდა. როგორც ჩანს, მეორე აფეთქების სამიზნე პოლიციელები და სამაშველო ჯგუფის წევრები იყვნენ.

აფეთქებები დაგმო ლიბიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობამ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართული თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG