ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუმორჩილებლობის მოძრაობა ბელორუსში


დაუმორჩილებლობის მოძრაობა ბელორუსში

საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში და რუსულ სოციალურ ქსელებში ანონიმი პირების მიერ ვრცელდება

არსებული ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი დონე პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას კიდევ უფრო აძლიერებს. პოლიციის ტერორის გადალახვის შემდეგ, მინსკელმა მძღოლებმა პოლონეთის საზღვართან მდებარე მაგისტრალის ჩახერგვა მოახერხეს. ყოველ ოთხშაბათ საღამოს კი მდუმარე პროტესტი ბელორუსის ყველა დიდი ქალაქის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი ვლადიმირ ნეკლაიევი, რომელიც მაისში გაათავისუფლეს ციხიდან, ახლა ინტერნეტში დაწყებულ დაუმორჩილებლობის მოძრაობას ცდილობს აუბას მხარი.

ნეკლაიევი და სხვა აქტივისტები პროგნოზირებენ, რომ პოლიციის მიერ მდუმარე აქციების დარბევა გაგრძელდება. ამ დღეებში ბელორუსში პოლიციამ საკუთარი შვებულების დღეები გააუქმა და როგორც აქტივისტები ამბობენ, ლუკაშენკო საბჭთა სტილში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გაკონტროლებას შეეცდება. ბელორუსში დამოუკიდებლობის დღეს 3 ივლისს აღნიშნავენ.

როგორც ნეკლიაევის ასისტენტი, ანდრეი დმიტრიევი ამბობს, საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში და რუსულ სოციალურ ქსელებში ანონიმი პირების მიერ ვრცელდება.

დმიტრიევი: „აქ ძალიან სახიფათოა თუ აჩვენე, რომ აქტიურად ხარ მოვლენებში ჩაბული. შეიძლება ძალიან მარტივად ციხეში, უმიზეზოდ ჩაგსვან.“

აღსანიშნავია, რომ ბელორუსში ბოლო დროს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა ძალიან იმატა.ყოvელი მესამე იქ ახლა სოციალურ ქსელებშია გაწევრიანებული. ოპოზიციური ვებ პორტალის ავტორის, ირინა ვიდანავას თანახმად, გასულ წელს, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ინტერნეტში კითხულობდნენ ახალ ამბებს, 82 პროცენტამდე იმატა.

იგი ამბობს, რომ დღესდღეობით, ბელორუსში ოპოზიციურად განწყობილი ახალი ამბების ვებ-გვერდებისა და დამოუკიდებელი საინფორმაციო ელექტრონული პორტალების მომხმარებელთა რაოდენობა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტელევიზიების მაყურებელთა რაოდნეობას უტოლდება. ვიდანავა ამასთან, ამბობს, რომ დაღმავალი ეკონომიკის პირობებში საპროტესტო მუხტი მხოლოდ გამწვავდება

ვიდანავა: „საპროტესტო აქციები პიკს არა ზაფხულში, არამედ შემოდგომაზე მიაღწევს. მთავრობამ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ იცის თუ როგორ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი.“

მინსკის ღია ბაზრობაზე, გამყიდველები ადგილობრივად წარმოებულ ბოსტნეულსა და ხილს ჰყიდიან. თუმცა ვაჭრობა ბევრად უფრო ნელია ხორცეულის განყოფილებაში. გამყიდველები იქ მხოლოდ ერთმანეთთან მასლაათობით ირთობენ თავს. მყიდვლეების რაოდენობას უჩივიან ადგილობრივი მუსიკალური მაღაზიებიც. მენეჯერები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასები საგრძნობლად არ გაზრდილა, მომხმარებელი არა-აუცილებელ საქონელის ყიდვას ამცირებს. შეშფოთებას გამოხატავენ ბელორუსი ახალგაზრდებიც.

21 წლის ანასტასია ამბობს, რომ სტუდენტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სასწავლებლად წასვლა უფრო დიდი რაოდენობით ახლა სურთ. ისინი სახლში ბინის ქირის გადახდასა და საკვები პროდუქტების ღირებულებას ვერ აუდიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ბელორუსში ინფლაცია წლის ბოლომდე 50 პროცენტს მიაღწევს.ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯომარე სტანისლავ ბოგდფანკევიჩი ასევე პესიმისტურ მომავალ ხატავს და ამობობს, რომ მდგოამრეობა მხოლოდ გაუარესდება

ბოგდანკევიჩი ამბობს, რომ ახლა ლუკაშენკო იმისთვის ბეჭდავს ფულს რომ ხელფასები გაისუტუმროს და მოსახლეობას იმის ილუზია შეუქმნას, რომ მთავრობა ინფლაციის დაძლევას ცდილობს.

სინამდვილეში კი ნაღდი ფულის წყაროს სწრაფად მოპოვებას ისახავს მიზნად და ბელორუსის უდიდესი კომპანიის „ბელარუსკალის“ 30 მილიარდ დოლარად გაყიდვას აპირებს. ეს ობიექტი უმნიშვნელოვანესი საწარმოა და პოტაშის სასუქს აწარმოებს. ოპოზიციის მონაცემებით, ამ კომპანიას ყოველწლიურად ბელორუსისთვის 3 მილიარდი დოლარი მოაქვს და რომ მისი გაყიდვა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG