ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში სპეც-ოპერაციის შემდეგ ორ ეჭვმიტანილს ეძებენ


ბრიუსელი, ბელგია, 15 მარტი, 2016

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, გუშინ ბრიუსელში ერთ-ერთ ბინაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, ჯერ ისევ იძებნება ორი ეჭვმიტანილი.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში, პროკურატურა ადასტურებს ერთი ეჭვმიტანილის სიკვდილს. ის 1980 წელს დაბადებული ალჟირის მოქალაქეა, რომელიც წარსულში ძარცვის გამო იყო გასამართლებული.

ბრიუსელის უბანში “ფორესტი” ბელგიისა და საფრანგეთის პოლიციამ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სამი ბელგიელი და ერთი ფრანგი პოლიციელი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG