ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში პარიზის თავდასხმებში მონაწილეთა სახლებს მიაგნეს


ბელგიელი პროკურორები აცხადებენ, რომ ის სამი სახლი დაადგინეს, რომელიც პარიზში, 13 ნოემბრის ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა კონსპირაციულ ბინად გამოიყენეს.

დღეს გამოაცხადეს, რომ სახლები ქალაქ შარლერუაში, და სოფელ ოველეიში იპოვეს. ადრე კი, ბრიუსელის შაერბეკის უბანში ბინა დაადგინეს.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ სამივე ადგილი პარიზის თავდასხმების მოსამზადებლად გამოიყენეს. მიაჩნიათ, რომ შაერბეკის ბინა თვითმკვლელთა სარტყელების დასამზადებლად იქნა გამოყენებული.

XS
SM
MD
LG