ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში ვირუსით გარდაცვალების რიცხვი სწრაფად იზრდება


ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ხუთშაბათს. ახლა, ქვეყანაში სულ ვირუსის გამო გარდაცვალების 37 შეთმხვევა დაფიქსირდა, რამაც ქვეყანაში დღიურად გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა შეადგინა. ინფორმაციას ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერი ავრცელებს.

ქვეყანაში ხუთშაბათს კორონავირუსით დაინფიცირების 462 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში იქ 2257 ადამიანია ახალი ვირუსით ინფიცირებული.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახლიდან მუშაობა სავალდებულო გახდა. ასევე, შემოიღეს გარკვეული აკრძალვები, რათა ხალხმა სოციალური დისტანცირება შეძლოს ერთმანეთისგან. კომპანიები, რომლებიც არ დაკეტავენ ოფისებს და არ დაემორჩილებიან მთავრობის ახალ რეგულაციებს, დაჯარიმდებიან.

სახელმწიფოს წარმოამდგენელმა თქვა, რომ მომავალი დღეები იქნება "უკიდურესად დაძაბული", ვინაიდან პაციენტების რიცხვი საავადმყოფოებში გაიზრდება, თუმცა საავადმყოფოები ახლა მზად არიან, რომ გაუმკლავდნენ 1900 პაციენტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG