ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში დაძაბულობა მატულობს


ბელარუსის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შვედეთს მინსკში განთავსებული მთლიანი დიპლომატიური კორპუსის გაწვევას აიძულებს

შეერთებული შტატები ძალზედ შეშფოთებულია ბელარუსში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის ბელარუსის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც შვედეთს მინსკში განთავსებული მთლიანი დიპლომატიური კორპუსის გაწვევას აიძულებს.

ბელარუსში ევროპის მასშტაბით ყველაზე რეპრესიული რეჟიმია. ალექსანდერ ლუკაშენკოს მმართველობის პირობებში, ბელარუსი მუდმივად ჩამორჩება მეზობელ სახელმწიფოებს, სადაც დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური რეფორმები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს; შეუსაბამობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან საკუთარ მოქალაქეთა ადამიანის უფლებების მუდმივი და უხეში დარღვევის გამო; და არასოდეს ჩაუტარებია არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები სამართლიანი არჩევნების კვალიფიკაციას მისცემდნენ.

2010 წლის დეკემბერში, ბატონმა ლუკაშენკომ მორიგ, მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელმეორედ არჩევის შესახებ გააკეთა განაცხადი. არჩევნების შემდგომ ორგანიზებულ მასობრივ მშვიდობიან პროტესტს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვა. სასამართლოს ძალით დააკავეს, ციხეში ჩასვეს ან ფიზიკურად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ იბრძოდნენ არჩევნებში. მას შემდეგ, ბელარისის მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების, აზრის თავისუფლად გამოხატვისა და დამოუკიდებელი მედიისათვის შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა, რაც სამოგზაურო აკრძალვებსა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ლუკაშენკოს მთავრობა განაწყენდა, როდესაც შვედეთის ელჩი, სტეფან ერიკსონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და უნივერსიტეტს ადამიანის უფლებების თემატიკაზე წიგნები გადასცა უსასყიდლოდ. ბელარუსმა უარი განაცხადა ელჩ ერიკსონის აკრედიტაციის გაგრძელების თაობაზე და განაცხადა, რომ „მისი [ელჩის] საქმიანობა უკავშირდება არა ბელრუსსა და შვედეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, არამედ მათ განადგურებას.” ამის შემდგომ, შვედეთმა ბელარუსის დიპლომატები გამოაძევა შვედეთიდან, ბელარუსიამ კი, სანაცვლოდ, აგვისტოს ბოლოსათვის საელჩოს დახურვის ბრძანება მისცა შვედეთს.

აღნიშნული ქმედებები, ისევე როგორც შეერთებული შტატების ელჩის გამოძევება ბელარუსიდან 2008 წელს, ქვეყნის თვით-იზოლაციას აღრმავებს.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს შვედეთს და ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც, თავის მხრივ, მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხს თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის მისწრაფებების ხორცშესხმაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და მოახდინოს მათი რეაბილიტაცია, აგრეთვე, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიები.
XS
SM
MD
LG