ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკმა ლონდონიდან ელჩი გამოიხმო "მტრული პოლიტიკის" გამო


ბელარუსმა ბრიტანეთიდან ელჩი გამოიხმო. ამის მიზეზი ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მინსკის მიმართ ლონდონის "მტრული და არამეგობრული" ქმედებებია.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთმა გაატარა პოლიტიკა, რომელიც "სისტემურად იღებს მიზანში და აზიანებს ბელარუსის მოქალაქეებსა და სამართლებრივ სუბიექტებს". სამინისტრო ასეთ ნაბიჯებად ასახელებს სანქციებს მის კომპანიებზე, ავიახაზების "ბელავია" აკრძალვას და ბელარუსის სახელმწიფო მედიაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაც გააკრიტიკა და მას "პოლიტიკური თეატრი" უწოდა. მისი განცხადებით, ბრიტანელი პოლიტიკოსები არა საკუთარი ინტერესების, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ზრუნავდნენ.

ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევს. მოგვიანებით კი ურთიერთობები გააუარესა ბელარუსის ღია მხარდაჭერამ რუსეთისადმი, რომელიც უკრაინას დაესხა თავს და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამასთან, რუსეთი აქტიურად იყენებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიას უკრაინაზე თავდასასხმელად.

ლუკაშენკო და მისი რეჟიმი დასავლეთისგან უფრო და უფრო იზოლირებული და მოსკოვზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება.

XS
SM
MD
LG