ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციონერი ციხიდან გაათავისუფლეს


16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გამოსული ბელარუსის ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ანდრეი სანიკოვი ოჯახთან და მხარდამჭერებთან შეხვედრით თავს ბედნიერად გრძობს.

„ამ მომენტს დიდი ხანია ველოდი, და თითოეულ წამს იმედი მქონდა რომ ეს მოხდებოდა. ბოლოსდაბოლოს მე თავისუფალი ვარ. „

ამ კაცს, რომელიც ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ნიუ იორკში დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს. ინგლისური მან სწორედ დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას დახვეწა. თავისუფლების მოპოვების შემდეგ, იმ 15 პოლიტპატიმრის ბედი აფიქრებს, რომელბიც ლუკაშენკოს მთავრობას ციხეებში ყავს გამომწყვდეული. პოლიტიკურ პატიმრებს შორის არის ბელარუსის ერთერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატიც.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ხუთ-წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა ის ყველასთვის მოულოდენლად ვადამდე ადრე გაათავისუფლეს აღდგომის დღესასწაულზე.

გათავისუფლების შემდეგ, ყოფილ პოლიტიკოსს საშუალება ჰქონდა მხარდამჭერებს შეხვედროდა, რომლებსაც მან ციხეში გადატანილ უმძიმეს დღეებზე მოუყვა.

„ფსიქოლოგიურად, და ფიზიკურად გაუსაძლისი პირობები მქონდა. უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავი, მუქარის, ზეწოლის ქვეშ და ამასთან, ოთხი თვე საკანში მარტო მამყოფებდნენ.“

პოლიტიკოსის რანგში, იგი „ევროპულ ბელარუსს“ ლიდერობდა და ყოველთვის თავისი ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ევროკავშირში წევრობას ლობირებდა. ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, დღეს ბელარურის ახალგაზრდების დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ციხეში ყველაფრის მოლოდინი უნდა გქონდეს, რადგან სიტუაციაზე კონტროლი არ გაქვს. უმწეო ხარ. ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება ყველაზე საშინელ დამნაშავეებთან ჩაგსვას და მათ საშინელი ინსტრუქციები მისცეს. ფხიზლად უნდა იყო 24 საათის განმავლობაში.“

სანიკოვის ციხეში ყოფნის პერიოდში ბელარუსი უფრო მეტად დაუახლოვდა რუსეთს, და მიიღო ის დახმარება, რომელმაც ქვეყანას, ოფიციოზის განცხადებით, რეცესია ააცილა თავიდან.

ამ ფონზე, დასავლეთში ევროპული სახელმწიფოები ბელარუსში ადამიანის უფლებების დარვევებს აკვირდებიან. ამ ეტაპზე, მინსკიდან გაიწვიეს ყველა დასავლელი ელჩი და კიდევ უფრო მეტად გაამკაცრეს სანქციები ლუკაშენკოს რეჟიმის წევრთა წინააღმდეგ.

სანიკოვი ამბობს, რომ ოპოზიციის კანდიდატების ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და დაკავების ფაქტებმა დასავლეთს ბელარუსის რეჟიმის ნამდვილი სახე დაანახა. სანიკოვმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ მოსაზრებას, რომ ბელარუსის ლიდერი კომუნიკაციის მხოლოდ ერთადერთ ტიპზე აკეთებს რეაქციას, და ეს ზეწოლაა.

XS
SM
MD
LG