ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმის სასტუმროში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა


ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდეში" დღეს გაჩენილი ხანძრისას, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამ დროისთვის, ხდება დაღუპულების იდენტიფიცირება. მაშველებმა სასტუმროდან ასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში უკვე გადაფრინდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG