ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თარხან ბათრაშვილი, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია


ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ პარაკევს სირიაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ლიდერი იქნა მოკლული.

პენტაგონი აცხადებს, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, თარხან ბათირაშვილია, რომელიც ასევე ცნობილია ომარ ალ შიშანის და ჩეჩენი ომარის სახელით. სირიის პროვინცია შადადეში ჩატარებული საჰაერო რეიდის შედეგად ასევე, სავარაუდოდ, დამატებით 12 ისლამისტია ლიკვიდირებული.

ბათირაშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად ძებნილი ისლამისტი იყო. მისი სამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული.

პენტაგონის წარმომადგენლის - პიტერ კუკის თქმით, შიშანის ლიკვიდირებით “ისლამური სახელმწიფოს” შესაძლებლობები - როგორიცაა კოორდინირებული თავდასხმების განხორციელება, დაკავებული ტერიტორიების გამაგრება და უცხოელი მებრძოლების მოზიდვა - მნიშვნელოვნად შესუსტდება.

თუმცა ტერორიზმის ექსპერტი მაქს აბრამსი ნორთისტერნის უნივერსიტეტიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჯგუფის ლიდერთა ლიკვიდაციის პოლიტიკას.

მიუხედავად ამისა, მაქს აბრამსს მიაჩნია, რომ თუ ამ პოლიტიკას სირიელი ქურთების საველე ოპერაციების წარმატებასთან დავაჯგუფებთ, მთლიანობაში, "ისლამური სახელმწიფო" ტერიტორიასა და შემოსავლებს კარგავს. მისი განცხადებით, ეს ტერორისტული დაჯგუფება ახლა ახალ რეკრუტებს სირიასა და ერაყში ჩასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს და თავიანთ ქვეყნებშუ ან ლიბიაში თავდასხმების განხორციელებას ავალებს.

XS
SM
MD
LG