როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, მხარეები ორ უწყებას შორის პარტნიორობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. განცხადება ასევე ამბობს, რომ ორმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, ეფექტური სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა, მათ შორის საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვის მნიშვნელობა, რაც კრიტიკულია კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და დემოკრატიისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.

უილიამ ბარმა აღნიშნა თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ორ ქვეყანას შორის ექსტრადირების საკითხებსა და ორმხრივ იურიდიულ დახმარებაში. თეა წულუკიანმა კი მადლიერება გამოთქვა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების გამო.