ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარს არ აქვს მოლოდინი, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ობამას და ბაიდენს გამოიძიებს


ამერიკის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება გაანეიტრალა, რომლის თანახმადაც ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოძიებას ითხოვდა.

ბარის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ობამას და ბაიდენის გამოძიება ჩაატაროს რუსეთთან კავშირების დასადგენად.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, მათ ჩართულობასთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც დღეს მაქვს, არ მოველი, რომ ბატონი დურემის საქმიანობამ რომელიმე ამ კაცის გამოძიებამდე მიგვიყვანოს,“ თქვა ბარმა 18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯონ დურემი ამერიკის ფედერალური პროკურორია, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის გუნდს ხელმძღვანელობს გასულ წელს დამთავრებული სადავო რუსეთის გამოძიების დეტალების გადასახედად.

ბარის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის დამარცხების მიზნით რუსეთის ჩარევას იძიებდა, ობამას ადმინისტრაციის დროს სამართალდამცავი და სადაზვერვო სამსახურების მიერ ძალაუფლების გადაჭარბება მოხდა. თუმცა ბარმა ასევე დასძინა, რომ ძალაუფლების გადაჭარბების ყველა შემთხვევა ფედერალური დანაშაული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG