პრეზიდენტ ბარაკ ობმას განცხადებით, 10 იანვარს გამოსამშვიდობებელ მიმართვას გააკეთებს ამერიკელებისადმი. მიმართვაში თეთრ სახლში ყოფნისას მიღწეულ წარმატებებს მიმოიხილავს, და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ რა ეტაპზეა და როგორ განვითარდება ქვეყანა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისას.
ორშაბათს, 2 იანვარს, მომხრეებისათვის გაგზავნილ იმეილში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მშობლიურ ჩიკაგოში დაგეგმილ ბოლო მიმართვაში ის გამოხატავს მადლიერებას ამერიკელებისადმი, რომლებმაც პრეზიდენტს მუშაობის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი თავი არ დაზოგეს ბოლო რვა წლის მანძილზე ქვეყნის გაუმჯობესებისთვის და ბოლოს იტყვის იმასაც, თუ როგორ ხედავს ის ქვეყნის მომავალს.
55 წლის პრეზიდენტი ამ მიმართვით გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტთა ხანგრძლივ ტრადიციას, როცა ისინი, თანამდებობის დატოვებისას, ერს მიმართავდნენ. პირველი ასეთი შემთხვევა 1776 წელს მოხდა, როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა თანამოქალაქეებს მიმართა.
პრეზიდენტი 2 იანვარს დაბრუნდა ჰავიადან, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა. ობამა სწორედ ჰავაიზე დაიბადა და მან იქ ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც დაჰყო. თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ის, სავარაუდოდ, პატიმრობაში მყოფ იმ ნარკო დამნაშავეებს შეიწყალებს, რომლებიც მისი აზრით ზედმეტად მკაცრ სასჯელს იხდიან. მან ასევე შესაძლოა რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულებაც გამოსცეს, რათა შექმნას მექანიზმი, რომელიც მისი მხარდაჭერილი პოლიტიკის ბოლომდე გატარებას უზრუნველყოფს, მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეა.
მიუხედავად იმისა, რომ ობამა-დემოკრატი პრეზიდენტი, არჩეულ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრისას შეეცადა ამ უკანასკნელის ხელისუფლებაში მოსვლისთვის ხელი შეეწყო, მან ასევე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც დონალდ ტრამპი გააღიზიანა: ობამამ გამოსცა ახალი რეგულაციები, რომელმაც დაბლოკა აშშ-ის სანაპიროსთან ახლოს ნავთობის მოპოვება, რამდენიმე ობიექტს ეროვნული პარკის მონუმენტის სტატუსი მიანიჭა, და გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ბაზაზე არსებული საპატიმროდან ტერორიზმში ეჭვმიტანილები გაათავისუფლა. ამას გარდა, ამერიკელ ელჩს გაეროში არ დააბლოკინა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ისრაელს სამოსახლოების მშენებლობის შეჩერებას ავალდებულებს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ბოლოს კი, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს ჰაკერული თავდასხმებისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო ახალი სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას „აშშ-ის ინტერესების შელახვის მცდელობისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევაზე აუცილებელი და სათანადო პასუხი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის შეხედულებებს.
4 იანვარს ბარაკ ობამა კონგრესში, დემოკრატიული პარტიის წევრებს შეხვდება, რათა შეიმუშავონ სტრატეგია, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმების პრევენციას მოახდენს. “ობამაქეარი”-ჯანდაცვის კანონი, დონალდ ტრამპის მიერ დაუყოვნებლივ გასაუქმებელ ზომებს შორისაა მოაზრებული. ამ ეტაპზე, რესპუბლიკელებს ჯერჯერობით არანაირი სხვა ალტერნატიული ჯანდაცვის პოლიტიკა მოვიქრებული და შეთანხმებული არ აქვთ.
ბოლო საუკუნის მანძილზე,ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ ვაშინგტონში დარჩება. ობამები 20 იანვრის შემდეგ ვაშინგტონის ერთერთ თვალწარმტაც უბანში გადასახლდებიან, სადაც ბარაკ და მიშელ ობამა 2019 წლამდე დარჩებიან. სწორედ ამ დროს დაამთავრებს მათი უმცროსი ქალიშვილი საშა საშუალო სკოლას.