ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა: სან-ბერნარდინოს თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო


Obama Dec on ISIS 2.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო სატელევიზიო მიმართვისას თეთრი სახლიდან კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. ამასთან, მან ამერიკელებს მოუწოდა შიშს არ დანებდნენ კალიფორნიის აღნიშნული ინციდენტის და პარიზის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ.

პრეზიდენტი შეეცადა ადამიანებში ნდობა ჩაენერგა საკუთარ ანტი-ტერორისტულ სტრატეგიაში.

ობამამ აღნიშნა, რომ მაშინ როცა გამოძიების ფედერალური ბიურო ჯერ კიდევ სწავლობს საქმის დეტალებს, მას დაბეჯითებით არ შეუძლია იმის თქმა, თუ რამდენად წარმოადგენდა კალიფორნიის შემთხვევა უფრო ვრცელი ტერორისტული სტრატეგიის ნაწილს ან ის, რომ ორი ბოროტმოქმედი უცხოური ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.

თეთრი სახლიდან ამ საგანგებო მიმართვაში ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ომშია ტერორისტების წინააღმდეგ 2001 წლიდან. ამ პერიოდში, მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა საკუთარი თავდაცვა და ამერიკელი სამხედროები შეუპოვრად უტევენ უცხოეთში მდებარე ტერორისტულ ქსელებს.

აქვე ობამამ აღნიშნა, რომ ტერორისტები ახლა ცდილობენ "ნაკლებად კომპლექსური" თავდასხმები მოაწყონ, ისეთი, როგორიც კალიფორნიაში მომხდარი ტერაქტი იყო.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ესმის ამერიკელთა სკეპტიციზმის, ადამიანებისა, რომლებიც ტერორიზმის საფრთხეს სიმსივნეს ადარებენ, რომელსაც საშველი არ აქვს, თუმცა მან მოსახლეობას უთხრა, რომ "ჩვენ "ისლამურ სახელმწიფოს" გავანადგურებთ.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკელი სამხედროები ტერორისტთა ლიდერებს მიაგნებენ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და რომ ამერიკა გააგრძელებს ტრეინინგისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას სირიელი და ერაყის ძალებისთვის, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს თავიანთ ქვეყნებში ებრძვიან. აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან და მეგობრებთან. მაგრამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ომში არ ჩაერთვება.

XS
SM
MD
LG