ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადის ეკონომიკის აღდგენა შესაძლოა ვაქცინამ დააჩქაროს


კანადის ეკონომიკა, შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად აღდგეს, თუ კორონავირუსის ვაქცინის წარმატების ფონზე, მომხმარებელთა ხარჯები გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება კანადის ბანკის მმართველმა გააკეთა.

ტიფ მაკლემის თქმით, თუ საპირისპირო მოხდა და პანდემიის მეორე ტალღის გამო, ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდა, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ ბანკს, ისედაც რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო დაწევა მოუწევს.

„გვინდა მკაფიოდ ვთქვათ, კანადელებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სესხის აღების ხარჯები, დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან დაბალი დარჩება“ - განაცხადა მაკლემმა.

ოქტომბრის ბოლოს, ბანკი ვარაუდობდა, რომ ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი 2022 წლის შუა რიცხვებამდე არ იქნებოდა. ამიტომ, ბანკის პროგონოზით, კანადის ეკონომიკა სრულად 2023 წლამდე ვერ აღდგებოდა. თუმცა, ამის შემდეგ, რამდენიმე მწარმოებელმა, კანდიდატი ვაქცინის მნიშვნელოვან წარმატებაზე გააკეთა განაცხადი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG