ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში სამიტი დასრულდა


მსოფლიო ლიდერების შეხვედრის უმთავრესი თემა სირიაში არსებული სისხლისმღვერლი ომი გახდა


ლოს-კაბოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები ევროპის ეკონომიკის სამომავლო განვითარებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ.
მექსიკის პრეზიდენტთან ფელიპე კალდერონთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შემდეგი განაცხადა:
„ევროპას დიდი ყურადღება ეთმობა. ახლა საჭიროა, ყველაფერი რაც განვიხილეთ ისე განვახორციელოთ, რომ მსოფლიოში ფინანსური სტაბილიზაცია დამკვიდრდეს.“
პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ლაელ ბრაინარდი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს იმედი აქვს რომ ევროპის ეკონომიკური განვითარებისათვის უფრო მეტი მასტიმულირებელი პროექტები განხორციელდება.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთანაც იმსჯელა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ სირიაში ძალადობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და სათანადო პოლიტიკური პროცესების მეშვეობით სამოქალაქო ომი უნდა დასრულდეს,-“
ბარაკ ობამა.


მსოფლიო ლიდერების შეხვედრის უმთავრესი თემა კი სირიაში არსებული სისხლისმღვერლი ომი წარმოადგენდა. ამ მხრივ აღსანიშნავია პრეზიდენტების ბარაკ ობამსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაც. ბატონი ობამა რუსი კოლეგის დარწმუნებას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაგდომის თაობაზე ორი საათის გნმავლობაში ცდილობდა:
„ჩვენ შევთანხმდით, რომ სირიაში ძალადობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და სათანადო პოლიტიკური პროცესების მეშვეობით სამოქალაქო ომი უნდა დასრულდეს,-“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
ამერიკელი კოლეგისაგან განსხვავებით სირიის საკითხზე მსჯელობისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.
შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოულმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას „საქმიანი და გულთბილი“ უწოდა და შეეცედა პრეზიდენტ პუტინის უემოციო გამომეტყველება შემდეგნაირად აეხსნა:
„მე, ბატონ პუტინს ბევრჯერ შევხვედრილვარ და ბევრი მისი ვიდეო კადრებიც მინახავს. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ეს მისი ჩვეული საქციელია. ის ჩვეულებრივ ასე გამოიყურება. ამის იქით სხვას ვერაფერს ვხედავ,-“ აღნიშნა დიპლომატმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინს ირანის ბირთვული იარაღის პროგრამაზე, სულ ახლახანს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, მადლობაც გადაუხადა. პრეზიდენტმა ობამამ ასევე მადლიერება გამოხატა ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელის მისამართითაც, რომლითაც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში მარაგდებიან.
ბატონმა ობამამ კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა 1974 წელს მიღებული კანონის გაუქმება, რაც შეერთებულ შტატებს რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად აღიარებას უკრძალავს. პრეზიდენტის თმქით ამ კანონის გაუქმება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რუსეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების საკითხში.
XS
SM
MD
LG