ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ


გალინა ტიმჩენკო, "მედუზი"-ს დამფუძნებელი
გალინა ტიმჩენკო, "მედუზი"-ს დამფუძნებელი

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრემლის პროპაგანდამ თავისუფალია მედიისთვის, პოლიტიკური გაშუქებისთვის და კრიტიკული მოსაზრებებისთვის სივრცე შეამცირა. კრემლის მზარდი პროპაგანდის წინააღმდეგ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გაერთიანდა, "მედუზის პროექტი"-ს სახელით ცნობილი ჯგუფი ლატვიიდან მუშაობს და რუსი ახალგაზრდების მოსაზიდად ხშირად იუმორს იყენებენ.

რუსეთის ნაციონალისტური პროპაგანდა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა. სწორედ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიძაბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად "ცივი ომის" შემდეგ.

რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების მზარდ წნეხს გაექცა და ახლა ლატვიის დედაქალ რიგიდან აგრძელებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას.

"პროპაგანდა ერთგვარ ყალაბ დღის წესრიგს ქმნის, ჩვენ კი გვინდა ჩვენს მკითხველებს რეალობა შევთავაზოთ," ამბობს გალინა ტიმჩენკო, "მედუზის" დამფუძნებელი.

ბალტიისპირეთში კრემლის პროპაგანდაზე პასუხად მთავრობებმა რუსული სახელმწიფო მედია საშუაელბები დროებით აკრძალეს და ამავდროულად რუსეთიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეიფარეს.

"რუსი ჟურნალისტები, რომლებიც მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან გამოიქცნენ და მედიას ლტოლვილობაში ქმნიან, ამხელენ კრემლის პროპაგანდას, ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი

"მედუზი"-ს მიზანი ინტერნეტის მომხმარებელ რუს ახალგაზრდებამდე მიღწევაა, მაშინ როცა მათი თანამემამულეების 80 პროცენტი სახელმწიფო ტელევიზიის მაყურებელია.

"ამ ადამიანებს მეტი შანსი აქვთ დაინახონ სხვა რუსეთი. მათ აქვთ შანსი დაინახონ რუსეთი ახლანდელი მთავრობის გარეშე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ აუდიტორიაში მეტი უნდა დავაბანდოთ," ამბობს ივან კოლპაკოვი, "მედუზი"-ს მთავარი რედაქტორი.

კორუფციის თუ სხვა პოლიტიკური მოვლენების სამხილებლად "მედუზი"-ს შემქმნელები იუმორს იყენებენ.

"ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ვცდილობთ ეს არის ახალი ამბები ისევ საინტერესო გავხადოთ, რომ რუსი ხალხი ახალი ამბებით ისევ დავაინტერესოთ,"დასძენს კოლპაკოვი.

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში კომედი არხმა სახელად "ცოტაც გაუძელით" იუმორისტული შოუს მომზადება რუსულ ენაზეც დაიწყო, სადაც ძირითადად რუსულ პოლიტიკას აშარჟებენ.

"ჩვენი შთაგონების წყარო ამერიკული შოუა, "გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად," ასევე ჯონ სტიუარტის და სტივენ კოლბერტის შოუებია," ამბობს ანდრიუს ტაპინასი, ლიტველი ტელე-ჟურნალისტი.

მაყურებლის მიერ დაფინანსებული ონლაინ გადაცემები რუსულენოვანი აუდიტორიისთვის მზადდება.

"ჩვენ დავცინით რუსულ პოლიტიკას და რუსეთის მთავრობას, სწორედ აქ გვყავს პატარა აუდიტორია, რადგან თავად რუსეთში ადამიანები ამჯობინებენ ძალიან კრიტიკულები არ იყვნენ მათივე მტავრობის მიმართ," დასძენს ტაპინასი.

"მედუზი"-ს მსგავსად ტაპინასი ცდილობს ხმა მიაწვდინოს რუსეთის მომავალ თაობას, რომლებიც ინფორმაციას მეტწილად ინტერნეტში მოიპოვებენ, მაგრამ ვისაც ნაციონალისტური პოლიტიკა მობეზრებული აქვს და ვისაც ამ ყველაფერზე კარგად სიცილი შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG