ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში გამოსვლები გრძელდება


ბაჰრეინში გამოსვლები გრძელდება
ბაჰრეინში გამოსვლები გრძელდება

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში უკვე მესამე დღეა მთავრობის საწინაააღმდეგო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციის მონაწილეები დღეს მეორე ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალს შეუერთდნენ, რომელიც პოლიციამ კვირის დასაწყისში გამართული ერთ-ერთი დემონსტრაციის მსვლელობისას მოკლა.

მანამას მარგალიტის მოედანზე დაახლოებით ორი ათასი - ძირითადად შიიტი აქტივისტი იყო გამოსული. მათ გუშინ მოედანზე კარვები გაშალეს და წუხელ პირველი ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ. მანამას დემონსტრაციები ქაიროში დაწყებულ პროტესტებს ჰგავს, რომლის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ეგვიპტის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა.

ბაჰრეინის დემონსტრაციების მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის გადადგომამდე საპროტესტო დემონსტრაციებს არ შეწყვეტენ.

XS
SM
MD
LG