ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა


ბაჰრეინში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

ბაჰრეინის პოლიციამ ქალაქის ცენტრალური გზები გადაკეტა და დემონსტრაციის მონაწილეებს ქალაქის ცენტრში გადაადგილების საშუალება არ მისცა

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში საპროტესტო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრაციის ორგანიზატორი ორგანიზაცია ალ ვეფაქი იყო, რომელიც ქვეყანაში შიიტური უმრავლესობის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

ბაჰრეინის პოლიციამ ქალაქის ცენტრალური გზები გადაკეტა და დემონსტრაციის მონაწილეებს ქალაქის ცენტრში გადაადგილების საშუალება არ მისცა. შესაბამისად, საპროტესტო აქციამ ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლა. რამდენიმე საათიანი დემონსტრაციის შემდეგ მომიტინგეები მშვიდობიანად დაიშალნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოტება გამოთქვა ბაჰრეინში მიმდინარე პროცესების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევეის თაობაზე. დეპარტამენტმა განსაკუთრებული ყურადღება ნაბილ რაჯაბზე გაამახვილა, რომელიც ბაჰრეინში პრო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერია. რაჯაბი დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს მძიმედ დაშავდა.

XS
SM
MD
LG